“ძნელია მოშიმშილეს უთხრა ბრავო, როცა თავად არ (ვერ) შიმშილობ“ – ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი მასობრივი შიმშილობის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ძნელია მოშიმშილეს უთხრა ბრავო, როცა თავად არ (ვერ) შიმშილობ, მაგრამ რაკი ჩემთვის შიმშილობის აქციაში ვერჩართვის მიზეზი გოჭი და საცივი არ არის, ამიტომ მაინც მივცემ თავს უფლებას ყველა მოშიმშილეს გითხრათ ბრავო! ბრავო! ბრავო!

მადლობა იმისათვის რომ კარს მომდგარ ახალ წელს ოდნავ მაინც თავაწეული შევხვდები იმის რწმენით, რომ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ასეთ ნაბიჯს დგამს და მე ამ ხალხის თანამოაზრე ვარ!

ბრავო!

#თავისუფლებამიშას”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.