ჰილარი კლინტონის სკანდალური გამოძიება სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქმიანობაზე – ინტერვიუ თემურ ანდღულაძესთან.
საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი, თემურ ანდღულაძე ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციის სერიოზული გამოძიების შესახებ ექსკლუზიურად “კვირასთან” საუბრობს.
დიპლომატი სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას დანაშაულებრივ საქმიანობაზეც ყვება:
– მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. მისი ჩამოსვლის ერთ- ერთი მთავარი მიზანი, ცხადია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების როლის გამოჩენაა სომხურ- აზერბიაჯანულ კონფლიქტში, რომელმაც მალე შეიძლება, გენოციდის ფორმა მიიღოს. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მოსწონს თურქეთის აქტივობები ამ ბოლო ხანებში და არც რუსეთის ლიდერობა ეხატება გულზე ამ კონფლიქტის დარეგულირებაში. ეს აშკარაა და ამიტომაც ჩამოდის მაიკ პომპეო ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, თემა, რომელზეც თქვენთან საუბარი მინდა, გაცილებით უფრო სერიოზულია.
ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აღმოაჩინეს დემოკრატი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კეიბლი ამერიკის საელჩოსა და თავდაცვის სამინისტროს საქართველოში იარაღის უკანონო ვაჭრობის თემაზე 2009 წლის ივლისში. ამ დოკუმენტის ხელახლა გამოცოცხლება თითქოს ემთხვევა თემურ ალასანიას გააქტიურებას საქართველოში აჯანყების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
– რა წერია ჰილარი კლინტონის წერილში?
– მასში ჰილარი კლინტონი ძალიან სერიოზულ შეკითხვებს სვამს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. 2009 წელს განხორციელებული ეს ოპერაციები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნაყიდი რუსული იარაღი ირანსა და სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. გაიხსენეთ, ეს ის წელია, როდესაც საქართველოს ომი უწევს რუსეთთან. ეს იარაღი – ზოგი, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის-ძალიან გამოადგებოდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა “ბელტრეიდინგის” ოფშორული კომპანიის უკანონო ქმედებების შედეგად. სწორედ ამ კომპანიას უკავშირებენ ჩვენი პარტნიორები თემურ ალასანიასა და მის მეგობრებს. ჩვენ ხელთ არსებული მასალების თანახმად, დაახლოებით, 10- 15 მილიარდის იარაღია გადაყიდული მესამე ქვეყნებში შესყიდვის შემდეგ. მათი დანაშაული ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული ჯეროვნად. პარტნიორები აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფის გააქტიურებას ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ზურაბ ჟვანია 2004 წლის დეკემბერში. პრემიერმინისტრის სიკვდილის შემდეგ, ამ დანაშაულებრივმა, ტრანს-ნაციონალურმა ჯგუფმა ხელ-ფეხი გაშალა.
– ამერიკელებმა როდის აღმოაჩინეს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა?
– ამერიკის საელჩომ საქართველოში მათი აქტივობები 2008 წელს შეამჩნია და მაშინდელმა ელჩმა კეიბლები გააგზავნა ვაშინგტონში. ჩვენი პარტნიორების ინფორმაციით, მაშინ ამ აქტივობებს ბლოკავდა აწ უკვე კარგად ცნობილი მეთიუ ბრაიზა, რომლის ცოლიც გახლავთ ეროვნებით თურქი, ზეინო ბარანი, რომელსაც გარკვეულ კავშირში ჰქონდა გიულენისა და ერდოღანის გარემოცვასა და ისლამისტების გარკვეულ წრეებთან.
– ვინ დააფუძნა “ბილტრეიდინგი” და ოფიციალურად რა იყო კომპანიის საქმიანობის სფერო?
– ქართულ-უკრაინული კომპანია “ბელტრეიდინგი” შეიქმნა თემურ ალასანიასა და მისი მეგობრების მიერ და მათ, რაღა თქმა უნდა, ოფშორებში ჰქონდათ გაფორმებული თავიანთი ანგარიშები. ჩვენი მოკავშირეების სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია ამ საკითხებზე და საკმაოდ უხერხული კითხვები გაუჩნდათ კომპანიასთან, რომელიც რეალურად აწარმოებდა იარაღით ვაჭრობის ოპერაციებს. ამერიკელები კარგად მიხვდნენ, საითკენაც მიჰყავდა ამ არალეგალურ და უკანონო იარაღით ვაჭრობას და, სწორედ ამიტომაც, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქართველოში, აშშ- ის საელჩოში წერილი გამოაგზავნა. წინასწარი მონაცემებით, ეს იარაღი, რომელსაც ლიცენიაც კი არ ჰქონდა, უკანონოდ იყიდებოდა სეიშელის კუნძულებზე, სადაც კომპანია “ბოლტრეიდინგი” უკანონოდ იყო გაფორმებული. ჰილარი კლინტონი შეშფოთებული იყო იმით, რომ ამ კომპანიასა და მის კომპანიონებს არ ჰქონდათ გაფორმებული ბონაფიდეები. ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღშფოთებული აღნიშნავს, რომ კომპანიას აქვს აღნიშნული იარაღით არალეგალური ვაჭრობა და დადგენილია მისი კავშირები ორგანიზებულ კრიმინალთან. ჩვენი პარტნიორები მიუთითებენ თემურ ალასანიას კავშირებზე ტარიელ ონიანსა და მისი ორგანიზებული კრიმინალური ბანდის წევრებთან. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კი არ ითანამშრომლა ობამას ადმინისტრაციასთან – ეს იყო ძალიან დიდი შეტაკება.
– სააკაშვილმა ბიძა მაქსიმალურად დაიცვა და პასუხისგებას აარიდა?
– როგორც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, სააკაშვილი დაიმუქრა, რომ ის რუსეთის მხარეს გადავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რუსებთან თანამშრომლობის შესახებ ამერიკელებმა მანამდეც იცოდნენ, ამ შემთხვევაში, თურქულმა ლობიმ ამერიკის მთავრობაში – კერძოდ, ზეინო ბარანმა და მისმა მეუღლემ მოახერხეს ამ სკანდალის ჩახშობა და დაარწმუნეს მაშინდელი ადმინისტრაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებდა თანამშრომლობას ამერიკასთან, თუკი ბიძამისისა და “ბელტრეიდინგის” უკანონო მოღვაწეობა დარჩებოდა ჩრდილში. ეს ამბავი, სამწუხაროდ, ჩრდილში დარჩა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, რადგან თურქულმა ლობიმ მოახერხა ამ ამბის ჩაფარცხვა.
– რა ინტერესი შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა თურქულ ლობის, ჩაეფარცხა კრემლის გენერლის, თემურ ალასანიას მიერ აწყობილი უკანონო იარაღით ვაჭრობის სქემა, რომელმაც ამერიკელებსაც კი ფინანსური ზიანი მიაყენა?
– ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ თურქეთი და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ. მათ ერთობლივი ცენტრის შექმნაზეც მოილაპარაკეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ყარაბაღის მეორე ომის დროს ორივე ქვეყანა აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა – რაც იმაზე მეტყველებს, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობის საკითხებში ამ ქვეყნების გარკვეული წრეები დიდი ხანია, თანამშრომლობენ. ახლა ამ შეკითხვებზე პასუხით უკვე სხვებიც დაინტერესდნენ.
– “ბილტრეიდინგის” მოღვაწეობა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ თუ ქართველ პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ მის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, ჟვანიას გუნდიდან?
– ამ საკითხებზე საკმაოდ ინფორმირებულია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია IMTD- ს საქართველოს ფილიალის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი უშიშროების ექსპერტი, კოტე ფორჩხიძე. 2014 წელს მან დიდი მოხსენება გაკეთა ამ თემაზე საერთაშორისო განიარაღების კონფერენციაზე, რომელიც ICCN- ში გაიმართა. არსებობს ამ გამოსვლის ჩანაწერებიც. აშშ- ის წინა ადმინისტრაციამ ეს მასალები თითქოს მიივიწყა. ახლა კი ჩვენმა პარტნიორებმა თემა კვლავ გაააქტიურეს და მოგთხოვეს პასუხები ამ კითხვებზე.
– რა მთავარ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი გაოძიებამ, თუკი ის ბოლოს და ბოლოს მაინც ჩატარდება?
– რას წარმოადგენს “ბელ ტრეიდინგ & კონსალტინგი”, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული, რატომ ვაჭრობდა კომპანია უკანონო იარაღით და როგორ უკავშირდებოდა ორგანიზებულ კრიმინალს? ვინ არის თემურ ალასანის პარტნიორი ამ უკანონო ვაჭრობაში? რატომ იყო ასე აღშფოთებული ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი “ბელ ტრეიდინგის” უკანონო ვაჭრობით საქართველოში და მისი კავშირებით მაშინდელ თავდაცვის სამინისტროსთან?
ხომ არ იმალებოდა აქ დიდი ტრანს- ნაციონალური დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლების მფარველობით? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღემდე აქტუალურია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. მათზე პასუხის გაცემა კი სერიოზულ ორმხრივ გამოძიებას საჭიროებს.
ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ჰილარი კლინტონის 2009 წლის ივლისის კეიბლს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოვიდა საქართველოში.
ჰილარი კლინტონის 2009 წლის ივლისის კეიბლი
წყარო: kvira.ge