რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მერაბ კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება კი თავისუფალი იქნება.

კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერიის ცნობით, ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.

 

“ნეტგაზეთი”