საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლოებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერინარებს და სხვ., – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ვინ ისარგებლებს შეღავათიანი ტარიფით.
„რაც შეეხება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფებს, აქაც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ:
20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და ა.შ.,“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“იმედინიუსი”