79 წლის ჯო ბაიდენი აპირებს კენჭი იყაროს მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

79 წლის ჯო ბაიდენი აპირებს კენჭი იყაროს მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

აშშ-ის პრეზიდენტი, 79 წლის ჯო ბაიდენი აპირებს კენჭი იყაროს მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში. ჯო ბაიდენის თქმით, თუ კენჭისყრას დონალდ ტრამპიც გადაწყვეტს, ეს გაზრდის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის პერსპექტივას. დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, თუმცა, სამართლებრივად ეს ვერ დაამტკიცა.

წყარო: ptn.ge