“არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება “ომიკრონის” სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ო­ლო­გის, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, 23 დე­კემ­ბრის იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­საძ­ლოა იმ­სჯე­ლონ “ბუს­ტერ“ დო­ზე­ბის ინ­ტერ­ვა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხზე.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ბუს­ტე­რუ­ლი დო­ზე­ბი აძ­ლი­ე­რებს ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, რაც და­მა­ი­მე­დე­ბელ მო­ლო­დინს ქმნის.

პირ­ბა­დე კი, დაც­ვის შე­უც­ვლე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

“ერთი რამ ჩანს, რომ თუ ვირუ­სი მი­ი­ღებს ენ­დე­მურ ხა­სი­ათს და ამის დიდი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს, თუნ­დაც 2022 წლის შემ­დგომ, ალ­ბათ იქ­ნე­ბა ვა­რი­ან­ტი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი – რო­გორც ყო­ველ­წლი­უ­რად გრი­პის ვაქ­ცი­ნე­ბი გვაქვს, რო­მე­ლის გა­კე­თე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მოწვყლა­დი და რის­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. დღეს, რა­საც ვხე­დავთ არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი, ვერ ეს­წრე­ბა ახა­ლი ვა­რი­ან­ტის სპე­ცი­ფი­უ­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა, ვი­ნა­ი­დან, მას მი­ნი­მუმ სამი თვე მა­ინც სჭირ­დე­ბა და ცოტა მე­ტიც, ძი­რი­თა­დი კომ­პა­ნი­ე­ბი ამას მარ­ტის თვის­თვის აა­ნონ­სე­ბენ. ამი­ტომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, აქ უკვე არის “ბუს­ტე­რუ­ლი“ დო­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ვი­ცით, რომ ბუს­ტე­რი 75 პრო­ცენ­ტამ­დე ეფექ­ტუ­რო­ბას და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვას აძ­ლი­ე­რებს. 23 დე­კემ­ბერს ჩა­ნიშ­ნუ­ლია იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა. ალ­ბათ, ჩვენ ვიმ­სჯე­ლებთ “ბუს­ტე­რის“ ინ­ტერ­ვა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხზე. ის­რა­ელ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ო­რე და მე­სა­მეს შო­რის სამ­თვი­ა­ნი ვადა იყოს, მი­ი­ღო ბრი­ტა­ნეთ­მაც. ალ­ბათ, მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, რო­გორც ერთი ექი­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში მხარს ვუ­ჭერ რომ შემ­ცირ­დეს ინ­ტერ­ვა­ლი, რათა მე­სა­მე დო­ზის და­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს მი­ე­ცეს, 35%-დან 55%-მდე ეფექ­ტუ­რო­ბა გავ­ზარ­დოთ და ამ ადა­მი­ა­ნებს მა­ინც და­ვუ­ტო­ვოთ შან­სი, რომ მა­ღა­ლი დაც­ვა ჰქონ­დეთ“, – გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.