მინაშვილი – შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ეს საჭიროა იმიტომ, რომ …
შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.
– “ფასები იზრდება საკვებზე, ტრანსპორტზე, საწვავზე და ა.შ. გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი მოდის, ასი ათასობით ადამიანს არ შეუძლია აღნიშნოს ახალი წელი გაჭირვებიდან გამომდინარე. იცით, რომ ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის ტყვეობაში. ამიტომ, ამ ხელისუფლების პირობებში პროტესტი არის ის ფორმა, რომელიც ვითარების ცვლილებამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს თავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის დასაწყისი იქნება. ჩვენ ამ პროტესტის ფორმას გავაგრძელებთ” – განაცხადა მინაშვილმა.
წყარო: itv.ge