“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი. ოთხივე წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები ბორჯომში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს ფულს სისტემატურად სძალავდნენ.
საუბარია კრიმინალურ “ავტორიტეტ” ირაკლი დანგაძეზე. ის ცნობილი “კანონიერი ქურდის”, გია დანგაძის (სოხუმსკი) შვილია.
გავრცელდა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის საუბარი, როგორ სძალავენ კრიმინალები მოქალაქეს ფულს და აიძულებენ მას თანხის გადახდას.
ი.დ.: “სწორად გამიგე რასაც გეუბნები. მე გეუბნები ადამიანური თვალსაზრისით, არა განაბური, თან აქანე ბიჯო შვილი გეზრდება…ხო იცი კარგად რასაც გეუბნები? ი ბაღანა ხო იცი, რომ უნდა ჩაბარდეს”.
ი.დ.: “სანამ კიდო 5-ს მომიტანდი და 2 თვე კიდო კი არა, ლამის აგიყვანო, წაგიყვანო იმ ადგილას, რაც გაგიმზადე…”.
ი.დ.: “5000 დოლარს ახლა მე რომ დამიფარავ, დარჩება 10 000 დოლარი, გამიგე? და მანქანა, მანქანას როდის ჩამაბარებ?!” – ეს საუბარი ვიდეოჩანაწერში ისმის.
რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერის შინაარსს:
ნ.შ.-პ.გ. “მე ვუთხარი ქურდები გაგიჟებულები არიან, მე ვუთხარი, ვისი ბავშვი ჩამოსვი მანქანიდან, ვისი. ხო (ეგ)გააცანი, როგორც ძველი ბიჭი თავიმეთქი, ეხლა მოგჭრა თავიმეთქი, მე ვუთხარი. მთელს ბორჯომში გაგიბაზრდა, რომ ლაშასნაირი ძველი ბიჭები მკიდია ყ…ო. აი ამას გეუბნები, რომ აი ასე იძახის. შენთან უკვე შეკითხვები კი არა, პრეტენზიები აქვს, მე ვუთხარი ხალხს, ქურდებს. ჩამოეთრიე მე ვუთხარი, ბავშვს მანქანა დავუბრუნოთ უნდა, უეჭველი. ასეთი გადაწყვეტილება აქვს მეთქი და… 1 საათშიო ძმაო, მე ქურდებს დავურეკავო და თუ ერთმანეს არ დაურეკეს კაროჩე…”
შეგახსენებთ, ჩანაწერებში მონაწილე კრიმინალები ამ დროისთვის დაკავებულები არიან.