ბელორუსმა რადიო თავისუფლება “ექსტრემისტულ” ორგანიზაციად გამოაცხადა

ფოტო – rferl.org

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლების ადგილობრივი სერვისი, რადიო Радио Свобода, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

Радио Свобода-ს ონლაინ გამომწერს კანონით, შესაძლოა, მაქსიმუმ, 6-წლიანი პატიმრობაც კი მიესაჯოს.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი ვებ.გვერდი ბელარუსში 2020 წლის 21 აგვისტოს დაბლოკეს და ადგილობრივ ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს.

რაიდო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯემი ფლაი:

“ჩვენ ვგმობთ ბელარუსის მთავრობის მიერ გულწრფელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციისა და ბელარუსი ხალხისთვის სიმართლის წართმევის კამპანიას. ჩვენ უარვყოფთ რეჟიმის ამ მოკერებულ იარლიყს, Радио Свобода არაა ექსტრემისტული ორგანიზაცია.”