“ჩემს მეგობარს ღამით მიაკითხეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და შუაღამისას 60 მილიონიანი ქარხანა სააკაშვილის ძმაკაცის სახელზე გადააფორმებინეს” – ჯონდო ბაღათურია

“ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მიხეილ სააკაშვილის, თემურ ალასანიას და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ძალიან უყვარდა იმის შესახებ საუბარი, რომ მან კორუფცია დაამარცხა.

 

ამასთან, მან გადაცემა “იმედი ლაივში” მისი მეგობრის ისტორია გაიხსენა. როგორც ბაღათურიამ პირდაპირ ეთერში თქვა, ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის დროს მის მეგობარს ღამის პირველ საათზე მიაკითხეს, რომლსაც, მისივე თქმით, 60 მილიონიანი ქარხანა მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცის სახელზე გადააფორმებინეს.

“მიხეილ სააკაშვილს უყვარდა ლაპარაკი, რომ კორუფცია დაამარცხა. ერთხელ ვუთხარი, რომ ქურდები თქვენ გახდით, ოღონდ ჰალსტუხიანი ქურდები. პირდაპირ გაგებით ბანდიტობდნენ, სახელმწიფო ქონებას იტაცებდნენ. ჩემს მეგობარს ღამით მიაკითხეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ბორკილები დაადეს, ნოტარიუსთან მიიყვანეს, მის სახელზე არსებული ქონება გადააფორმებინეს, ეს ქონება დაახლოებით 60 მილიონი ღირდა და იმისთვის, რომ გაფორმებულიყო გაყიდვა, მიიყვანეს ერთ-ერთ ბანკში და მილიონ-ნახევარი ჩაურიცხეს ღამის პირველის ნახევარზე, ამ დროს ბანკმაც იმუშავა და გადარიცხვის ოპერაციაც შესრულდა. ღამის პირველის ნახევარზე კაცი წაიყვანეს და 60-მილიონიანი ქარხანა გადაფორმდა სააკაშვილის ძმაკაცზე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

“ალია”