– “კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ – ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე.
სულ ცოტა ხნის წინ, როგორც პოლიტიკოსი, ისე მოგვევლინა – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა. თუმცა მანამდე, როგორც სპორტსმენმა, საინტერესო გზა გამოიარა. წლების განმავლობაში კალათბურთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და ამ მნიშვნელოვან 15 წლიან პერიოდს ოქროს წლებად მოიხსენიებს.
“მოხდა ისე, რომ სპორტისთვის იძულებით მომიწია თავის დანებება, ტრავმა მივიღე და ჩამოვშორდი საყვარელ საქმიანობას, რაც მტკივნეული მომენტია ჩემთვის. კალათბურთი ჩემთვის ყველაფერია, უამრავი რამ მომცა, ჩემი ოჯახის შექმნაც კი მასთან არის დაკავშირებული. ახლახან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს და ისევ კალათბურთით ვიცხოვრებ, მე მისი უზომოდ მადლიერი ვარ – ამბობს ცნობილი კალათბურთელი და პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე გვიყვება:
1984 წლის პირველ აპრილს დავიბადე. ამ დღეს ყველა ხუმრობს და კარგ ხასიათზეა, თან ადვილად დასამახსოვრებელი თარიღია. ბავშვობისდროინდელი დეტალები და სკოლამდელი წლები ბუნდოვნად მახსოვს, ამიტომ ამ პერიოდზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ.
წყარო: ambebi.ge