რომელ დღეებში დაისვენებენ საბავშვო ბაღები საახალწლოდ

რომელ დღეებში დაისვენებენ საბავშვო ბაღები საახალწლოდ.

საბავშვო ბაღებში საახალწლოდ 31 დეკემბრიდან 16 იანვრამდე დაისვენებენ. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ეტაპობრივად აღსაზრდელებს ყველა რეგულაციის დაცვით, საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ.
რაც შეეხება საჩუქრის შიგთავსს, ესეც განსაზღვრულია ტენდერის პირობებით. აი, როგორ იქნება ეს ნაკრები:

– შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი)
– ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ.
– შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ.
– შოკოლადი არანაკლებ 100 გრ. (მინიმუმ 5 სახეობა)
– კარამელის კანფეტი სხვადასხვა შიგთავსით (მინიმუმ ოთხი სახეობა ) არანაკლებ 170 გრ.
– ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ.

იგივე დღეებში ისვენებენ საჯარო სკოლებიც. კერძო სკოლებს კი უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ არდადეგების ხანგრძლივობა.

წყარო: ptn.ge