სამხრეთ კოლუმბიაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კოლუმბიის პროვინცია ნარინოში, მეწყერი ჩამოწვა. დაიღუპულია მინიმუმ 11 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
მეწყერი, რომელიც მოჰყვა ძლიერ წვიმას, მალამას სამრევლოში გაანადგურა ორი შენობა. 15-დან 20-მდე ადამიანის ბედი უცნობია.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული, თუმცა ახალი მეწყრების საფრთხის გამო, სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. მეწყერი ხშირია კოლუმბიის მაღალმთიანეთში.
წყარო: itv.ge