საფრანგეთის პირველ ლედის აბრალებენ, რომ ტრანსგენდერია – ბრიჯიტ მაკრონი აღნიშნულის გამო სასამართლოს მიმართავს.
საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი ინტერნეტ შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული თეორიის მიხედვით, ის ტრანსგენდერი და დაბადებიდან მამრია.
ბრიჯიტი აღნიშნულის გამო სასამართლოს მიმართავს. ემანუელ მაკრონის მეუღლე სოციალურ მედიაში ამგვარი შეთქმულების მსხვერპლი სექტემბრიდან გახდა. ჭორების მიხედვით, მისი დაბადების სახელი ჟან-მიშელ ტრონეა. ინფორმაციის შემდეგ, ამ სახელის ჰეშთეგი 10 000-ობით ადამიანმა გამოიყენა და ე.წ. ტრენდებშიც კი მოხვდა.
68 წლის პირველი ლედის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელებას, მისი მეუღლის – ემანუელ მაკრონის მოწინაააღმდეგეებს მიაწერენ, აღსანიშნავია, რომ მათ ანტივაქსერთა ჯგუფებიც შეუერთდნენ.
ბევრ ადამიანს ის უფრო აინტერესებს, რატომ მიიღო პირველმა ლედიმ ასე სერიოზულად ეს საკითხი და რატომ მიდის სასამართლოში საჩივლელად.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბრიჯიტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. ის ხშირადაა კრიტიკული კომენტარების ობიექტი.
მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს, ქმართნ 25-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამოც ყოფილა ნეგატიური შეფასებების მსხვერპლი.
წყარო: newposts.ge