ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” სხდომას არ ესწრება ,რითიც ხელოვნურად ხელს უწყობენ კრიზისის გაღრმავებას

ზუგდიდის საკრებულოში სხდომის გასამართად ჯერჯერობით კვორუმი ისევ ვერ შედგა და 13:00 საათამდე შესვენებაა გამოცხადებული. ამ დროისთვის საკრებულოში 19 დეპუტატია შეკრებილი, კვორუმისთვის კი 22  წევრის დასწრებაა საჭირო, სწორედ ამ 3 დეპუტატის მისვლას ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე დასწრებას არ გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”.

“ორივე პარტიამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და სხდომაზე უნდა იყოს სრულყოფილად წარმოდგენილი, რომ კვორუმი შედგეს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კრიზისი,” – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიგა ფარულავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ოთარ ქადარია კი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სხდომაზე დაუსწრებლობით ხელს უწყობს კრიზისის გაღრმავებას.

“ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღეს არ ესწრება საკრებულოს სხდომას, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელოვნურად ხელს უწყობენ კრიზისის გაღრმავებას. 20 კაცითაა “ოცნება” წარმოდგენილი და თავმჯდომარის ასარჩევად 23 ადამიანი სჭირდება. კონსულტაციები, რა თქმა უნდა მიმდინარეობს. ჩვენი პარტია დღეს სავარაუდოდ არ წარადგენს კანდიდატურას,”- განაცხადა ოთარ ქადარიამ.

 

“რუსთავი2”