ბოლო 24 საათში საქართველოში 48 640 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ჯამში ვირუსის გავრცელების დღიდან საქართველოში კორონავირუსის 922 707 დადასტურებული შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან 1 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,3%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 5,41%
სულ აცრილია – 2 454 879, დღიურად აცრილია – 11 808.