დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.
“შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს იმედის, სიკეთისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს. უფლის შობა ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეულად ძვირფასი დღესასწაულია. დაე, იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!” – წერს კახა კალაძე.