გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 71 პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3193 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19701 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -12 838, ხოლო PCR ტესტით -6 863

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 5% ბოლო 14 დღის განმავლობაში 5,86% ხოლო ბოლო 7 დღეში 5,13% შეადგინა.

26 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 2 502 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 466 815 აცრა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 43 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -5 070 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 903 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 925 354 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 885 056 ვირუსს ემსხვერპლა 13 583 ადამიანი.