ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომის წინ წარადგინა.

ზურაბ აზარაშვილს დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე, ეკავა სს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი თანამდებობა. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.

 

“ალია”