ვარკეთილში ქმრისგან მოკლული 5 თვის ორსული ქეთა კეპულაძის ოჯახის წევრი იხსენებს, რომ მიუხედავად ოჯახში დაძაბული ურთიერთობისა, მეორე შვილის დაბადებას დიდი სიხარულით ელოდა:
„მუცელი გამეზარდაო, ვუთხარი რა მაგარია ისევ ორსულად ხარ-მეთქი? ისე ელოდებოდა… ძალიან მიხარიაო.
გოგოა თუ ბიჭი -მეთქი? ბიჭია, დემეს ძმა ეყოლება მალეო“, – უთხრა “შაბათის ფორმულას” გარდაცვლილის დეიდაშვილმა.
მან მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სახლში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა:
„ბავშვი იქვე იყო, მგონი „კალიასკაში“ იყო… საჭმელი უნდა ეჭამათ, სუფრა გაშლილი იყო“, – თქვა ოჯახის წევრმა.
“რეზონანსი”