შუაზე რომ გასკდე, იმ ნაციონალებს ვერაფერს უზამ და მის მომხრეს ვერაფერს მოუხერხებ, ის სულ იქნება შენზე მაღლა – მალხაზ მაჩალიკაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

„25 26 დეკემბერი ეს ის თარიღია და ამ შენს ნაბოდვარს ვერ ვუპასუხებდი.დღეს გადავწყვიტე გამოგეხმაურო თურმე რისი იმედით სუნთქავ საცოდავი ხარ უბრალოდ საზოგადოებას მაინც ნუ დაანახებთ ამხელა თქვენს სიმხდალეს. სააკაშვილიც ციხეში არ დარჩება გამოვა.მაქსიმუმ 3 წ არც ისე ბევრია რომც არჩევნებამდე გაიწელოს თუნდაც ვადამდელი გამოვრიცხოთ მერე რას შვრები დრო ისე მალე გარბის თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ აგერ მეხუთე წელი დაიწყო იმის მერე მე რომ შემოგყურებთ და ვრწმუნდები თქვენს ნაძირლობაში კარგია რომ სადღაც იმედით შეყურებ ამ ყველაფერს მაგრამ ერთი რაღაცა გავიწყდება მთავარი შუაზე რომ გასკდე იმ ნაციონალებს ვერაფერს უზამ და მის მომხრეს ვერაფერს მოუხერხებ ის სულ იქნება შენზე მაღლა და მეორე როდესმე თუ გიფიქრია შე დებილო მე და ჩემსნაირებს რას უპირებთ იცი რამდენი ვართ გამწარებული რომლებიც მზად ვართ შუაზე გაგხიოთ შენ და შენი გახრწნილი ნაძირალა გუნდი ასე იმედიანად ნუ იქნები. ვიცით ჩვენც გლობალურად რა ხდება გარშემო. ამერიკა ევროპა შენი დედა სამშობლო რუსეთი. ვიცით მეტ ნაკლებად რა თამაშს თამაშობთ მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და შენც დასრულდება აუცილებლად“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.