„ალტ-ინფოს” გადაცემა „არტერნატიული ხედვა“.
თემა: 2021 პოლიტიკური წლის შეჯამება.
-„სუთიძე ამბობდა, ჰომოფობიური განწყობები საქართველოში არსებობს, მაგრამ ამაზე პარაზიტირებს რუსეთი და პრორუსული ჯგუფებიო.
მოდით, პროდასავლურმა ჯგუფებმა, დასავლეთმა იპარაზიტიროს. დასავლეთი იმიტომ ვერ და არ პარაზიტირებს, რონ დასავლეთში ისეთი იდეოლოგიაა, რომელიც პირიქით, გეი-აქციას ატარებს და გეი-დღის წესრიგის დამკვიდრებას ემხრობა. რუსეთი თუ პარაზიტირებს, ეგ იმის განცხადებაა, რომ რუსეთი მხარს არ უჭერს ლგპტ დღის წესრიგის დამკვიდრებას ქვეყანაში, იქ ეგეთი პოლიტიკაა. თუ ეს ასეა და საქართველოში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ჰომოფობიური განწყობები, მაშინ პრორუსული განწყობები მაგის საფუძველზე გავრცელდება, ხომ? ისეთი განწყობები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა აწარმოო, თუნდაც იმიტომ, რომ გეი-დღის წესრიგი არ დაუყენონ ამ ქვეყანას, ეგ რეალურად არსებობს. ამათივე გამოკითხვებით არის ეს ფაქტი, – 18% რუსეთს დადებითად აფასებს. 18% არის კოლოსალური პოლიტიკაში…“, – განაცხადა „ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა, შოთა მარტინენკომ.