რუსი კოსმონავტი ქალი ილონ მასკის ხომალდით კოსმოსში გაფრინდება

რუსი კოსმონავტი ქალი ანა კიკინა 2022 წელს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon კოსმოსში გაფრინდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ის პირველი რუსი კოსმონავტი იქნება, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკული ხომალდით გაფრინდება.

37 წლის კოსმონავტის გაფრენის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, ეს სავარაუდოდ მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა მოხდეს.

რუსმა კოსმონავტმა გაფრენისთვის ორკვირიანი მზადების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. 2022 წლის დასაწყისში ის კვლავ გაემგზავრება აშშ-ში,ს ადაც სრული ეკიპაჟით მზადება შედგება.

როგორც ცნობილია NASA და „როსკოსმოსი“ შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლიდან რუსი კოსმონავტები ამერიკული ხომალდებით გაფრინდებიან და, პირიქით, ამერიკელი კოსმონავტები – რუსული ხომალდებით. ეს პროგრამა 2011 წლამდე მოქმედებდა, ხოლო შემდეგ „სფეის შატლის“ პროგრამის გაჩერების შემდეგ ამერიკელი კოსმონავტები მხოლოდ რუსული ხომალდებით დაფრინავდნენ. ეს მონოპოლია 2021 წლის აპრილში ილონ მასკმა შეწყვიტა, როდესაც SpaceX-ის ხომალდით  Crew Dragon-2 კოსმოსში 2 ასტრონავტი გაფრინდა.