,,ჩვენი ია ნანეიშვილი აღარ გვყავს, ყველას პოეტი და მესაიდუმლე…” – პოეტის მეგობრები მძიმე ინფორმაციას ავრცელებენ

უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა, რომ პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მის ფეისბუქგვერდზე წერენ.

,,გისამძიმრებთ ყველას! ჩვენი ულამაზესი ია ნანეიშვილი აღარ გვყავს, ჩვენი-ყველას პოეტი და მესაიდუმლე… ვერ გადალახა, ვერ მოერია, ვერ გაუძლო, ვერ დაამარცხა და გაფრინდა… ნათელი მის ულამაზეს სულს… სულის საზრდო გოგო გაგვიფრინდა!”.
ია ნანეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა, მაგრამ მის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ ისევ სირთულეები გაჩნდა, დაავადება დაბრუნდა. მას თირკმლები გაეთიშა. რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, მაგრამ… ,,ზოგჯერ საკუთარ  დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის”, – ამბობდა ია ნანეიშვილი.
მას ორი შვილი დარჩა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მის ყველა გულშემატკივარს.