2022: როგორ შევხვდეთ ახალ, ვეფხვის წელიწადს – საყურადღებო რჩევები.
2022 წელი წყლის სტიქიის ეგიდით ჩაივლის, რომელიც ერთი შეხედვით მაცდურად მშვიდია, მაგრამ საშიშ მორევებს შეიცავს. ახალი წელი მშვიდი იქნება, მაგრამ ძალისხმევის გამოჩენა მაინც მოგვიწევს.
ექსპერტები გვირჩევენ, გავეცნოთ, თუ როგორ უნდა შევხვდეთ წყლის ვეფხვის წელიწადს, რათა 12 თვის განმავლობაში არ მოგვაკლდეს იღბლიანობა და ამ ცხოველის მფარველობა.
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელიწადს ზოგადად, ახალ წელს დიდი თავყრილობებით ვხვდებით, ვიწვევთ მეგობრებსა და ახლობლებს, თუმცა 2022 წელს ბიოენერგეტიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ უარი ვთქვათ ხმაურიან წვეულებებზე.
წყლის ვეფხვი ოჯახური ცხოველია, და მას თავს მოვაწონებთ, თუ ახალ წელს ნათესავების ვიწრო წრეში შევხვდებით. ოჯახური თავყრილობა იღბალს მოგვიტანს მთელი წლის განმავლობაში და განამტკიცებს ნათესაურ კავშირებს.
ახალი წლის მფარველი კმაყოფილი იქნება, თუ დღესასწაული მყუდროდ და ზედმეტი ზეიმის გარეშე ჩატარდება – ვეფხვს არა გადაჭარბებული ჟრიამული, არამედ სიკეთე და ურთიერთგაგება უყვარს. თუ ახლობლებს ვერ კრებთ, მათ აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ, მიულოცოთ ახალი წელი და დაუთქვათ შეხვედრის დრო.
საახალწლო სუფრა
მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ ნატურალური მასალისგან შექმნილი აქსესუარები: სელის ან ბამბის სუფრები, ხის დასადგამები ცხელი კერძებისთვის, მორთულობები გირჩებისგან, ცოცხალი ყვავილებისგან, წიწვოვანი მცენარეების ტოტებისგან.
ვეფხვის წლის დასახვედრად უმჯობესია მარტივი და ნოყიერი კერძების მომზადება ზედმეტი გაფორმებებისა და ეგზოტიკის გარეშე. ეს შეიძლება იყოს ხორციანი მარტივი კერძები, სალათები მცირე რაოდენობის და უბრალო ინგრედიენტებისგან, სასმელი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს – მორსები, ჩაი, ცხელი უალკოჰოლო სასმელები.
არ ღირს ახალი წლის ღამეს ზედმეტი ჭამა – მსუნაგობა ვეფხვს არ უყვარს. კარგი იქნება, თუ საზეიმო ღონისძიებების გეგმას შეადგენთ აქტიური თამაშებით, სეირნობით სუფთა ჰაერზე, სახუმარო გათამაშებებით სამახსოვრო საჩუქრების, რომლების გამოყენებაც ოჯახშია შესაძლებელია.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ განწყობა – კარგ ხასიათს ვეფხვი დააფასებს, ახალი წლის ღამის ჯადოსნური გავლენას მთელი წლის განმავლობაში შეიგრძნობთ.
წყარო: itv.ge