რას ჰყვება სანდრა მიშასთან ბოლო პერიოდის ურთიერთობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ, სან­დრა რუს­ლოვსმა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა “დრო­ე­ბა­ში” მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ირ­გვლივ ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ი­ტყო.

“ჩვენ ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ არ გვქონ­და მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. რე­გუ­ლა­რუ­ლად ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს. ეს ისე­თი ბმაა, ისე­თი ძლი­ე­რი კავ­ში­რი, რო­მელ­საც ვერ წაშ­ლი უბ­რა­ლოდ… კი წარ­სუ­ლია, იმ ვი­დო­ე­ო­დან გა­ვი­გე, რაც უნდა გა­მე­გო და მო­მი­წევს ამ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ რაც იყო, იყო უნი­კა­ლუ­რი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. ხალ­ხის­თვი­საც ზღა­პა­რი იყო, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვა­ვა­სებ­დით. ჩვე­ნი წყვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ტი­ურ პე­რი­ოდ­თან. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის, მისი წამ­ყვა­ნი რო­ლის დამ­კვიდ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პე­რი­ოდ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც მა­შინ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში იყო, ავ­ტო­მა­ტუ­რად პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა და ეს ასეც დარ­ჩე­ბა.” – თქვა “ფორ­მუ­ლას­თან” სან­დრა რუ­ლოვსმა.

 

“რეზონანსი”