ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ საახალწლო დღესასწაულები კორონავირუსის ახალ ტალღას გამოიწვევს.
31 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს სასტუმროებსა და რესტორნებს სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვის უფლება ექნებათ, შესაბამისი ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
ცვლილებების თანახმად, საახალწლო ღონისძიებების გამართვას მხოლოდ ის რესტორნები და სასტუმროები შეძლებენ, რომლებსაც ამ დროისთვის „მწვანე სტატუსი“ აქვთ.
„მწვანე სტატუსი“ გულისხმობს, რომ ყველა თანამშრომელსა და სტუმარს კოვიდ-პასპორტი აქვს. ამასთან, ღონისძიების გამართვისას დაცული უნდა იყოს ქვეყანაში დაწესებული ყველა კოვიდ-რეგულაცია.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის დაფიქსირების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ საახალწლო დღესასწაულები კორონავირუსის ახალ ტალღას გამოიწვევს.
ამასთან დაკავშირებით ისინი მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისა და თავყრილობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: newposts.ge