აშშ-ის კოლორადოს შტატში, ტყეში ხანძარმა ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ათობით ათასი ადამიანი ევაკუირებული იყო. ბოულდერის რაიონში, რომელიც დენვერის ჩრდილოეთით მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის დროს ექვსი მეხანძრე დაშავდა.
ქალაქ ლუისვილსა და სუპერიორში მცხოვრებ 30 000 ადამიანს ხანძრის მოახლოების გამო სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულ ქალაქებში ცეცხლმა 210 სახლი მთლიანად გაანადგურა. ხანძარმა დააზიანა სავაჭრო ცენტრის შენობაც.
ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელმაც ასევე დააზიანა ელექტროგაყვანილობის ხაზები.