გზავნილები: – “არ გაბედო” ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია” – ხიდაშელი

პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“უმძიმესი 2021 მიილია.
მიუხედავად ამისა, რომ ეს წელი სავსე იყო უდიდესი სიმძიმით, ტკივილით და განგრძობადი, ერთმანეთის მონაცვლე უბედურებებით ეს პოსტი 2021 წლის საუკეთესო გამოცდილებაზეა. იმ უდიდეს სიკეთეზე მინდა დავწერო რომელიც ჩემს ირგვლივ ყველგან ტრიალებდა.

მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ ყველას, იმ ათასობით ადამიანს, რომელიც თითქმის 9 თვის მანძილზე მამხნევებდა, გვერდში მედგა, მაძლიერებდა და არ მაძლევდა უფლებას იმედი და რწმენა დამეკარგა.
თქვენი ყოველი ზარი, მესიჯი, ტელეფონზე დახედვისას ერთად ანთებული მესინჯერი, ვოთს აფი, ვაიბერი, სიგნალი ათასობით კეთილი, გამახნევებელი გზავნილით და “არ გაბედო” შეძახილებით ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია.

სწორედ ამიტომ მადლობელი ვარ 2021-ის, რომელმაც წარმოუდგენელი სიყვარული და მხარდაჭერა მაჩუქა.
მიყვარხართ, დიდი მადლობა ამისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ნათლად დამანახეთ გზა, რომლითაც უნდა ვიარო როგორც კი ორ ფეხზე მყარად დავდგები.
მუდამ თქვენ გვერდით და თქვენს სამსახურში.

ყველას გილოცავთ! ბედნიერი, მშვიდობიანი, ოპტიმიზმით სავსე წელი გვქონოდეს!”