ქალაქის ადმინისტრაციის დადგენილებით, 2022 წლის 1 იანვრიდან პეკინში ფოიერვერკებისა და პეტარდების გამოყენება აიკრძალება, იუწყება სააგენტო „სინჰუა“.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, აკრძალვა იმოქმედებს საახალწლო დღესასწაულების პერიოდშიც.
გარდა ამისა, ჩინეთის დედაქალაქში იკეტება პიროტექნიკის ყველა მაღაზია.
თუმცა არსებობს გამონაკლისიც: ფოიერვერკების გამოყენება დაიშვება საერთო ეროვნული და საქალაქო მნიშვნელობის ღონისძიებებზე, თუ მთავრობა შესაბამის სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს.
კიდევ ერთი გამონაკლისი ადგილი, სადაც ასევე არ აიკრძალება ფოიერვერკები, ეს დასასვენებელი პარკი Universal Beijing-ი იქნება, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გაიხსნება.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვის დამრღვევები სერიოზულად დაჯარიმდებიან.
წყარო: itv.ge