ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ რეკორდულად იზრდება – Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდს კიდევ 49 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 5 173 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725 , ხოლო PCR ტესტით -20 661.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 15,55%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 11,39% ხოლო ბოლო 7 დღეში 12,76% შეადგინა.
20 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 7 059 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 643 528 აცრა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება -39 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 342 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 1 895 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 951 428 ვირუსს ემსხვერპლა 14 631 ადამიანი.