ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაცემის მიზეზებს Associated Press-ი ასახელებს

ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე რეკორდულად დაეცა – ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი დაკვეთით შესრულებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაიდენის რეიტინგის კლების მიზეზად პანდემიასთან წარუმატებელი ბრძოლა და ინფლაციის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი სახელდება.

კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენის პოლიტიკას გამოკითხულ ამერიკელთა 56 პროცენტი არ ეთანხმება, ხოლო მხოლოდ 28 პროცენტს სურს, ბაიდენმა პრეზიდენტობაზე კენჭი მეორე ვადითაც იყაროს.

 

“რუსთავი2”