საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კომერციულ სეგმენტს, რომელსაც კომპანია Axiom აშენებს, კინოსტუდია და სპორტული არენა 2024 წლის დეკემბერში შეუერთდება – ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
კოსმოსურ კინოსტუდიას კომპანია SEE (Space Entertainment Enterprise) ააშენებს, რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში, დედამიწის ქვედა ორბიტაზე ფილმის გადაღებას გეგმავს
SEE-მ გამოაქვეყნა სადგურის აშენების გეგმა, რომელიც სპორტულ და გასართობ არენას, ასევე კონტენტ სტუდიას მოიცავს. ობიექტი საშუალებას მისცემს კონტენტის განვითარებას, წარმოებას, ჩაწერას, მაუწყებლობას და პირდაპირ ეთერში გადაცემას.
წყარო: newposts.ge