შესაძლოა, მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოჩნდეს – ბილ გეითსი.
შესაძლოა, მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოჩნდეს – ინფორმაციას კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ავრცელებს და შემდეგი გლობალური ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად მთავრობებს ფულის გამოყოფისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის დელტა და ომიკრონ-შტამები ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვარიანტები იყო, რომელიც ოდესმე არსებობდა, შესაძლოა მსოფლიო ისეთი პათოგენის წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადების უფრო მაღალ დონეს იწვევს – ამბობს ის.
წყარო: mtavari.tv