გერმანელი ადმირალი: “უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს, ხოლო საქართველოს მიღება ჭკვიანური არ არის!”

გერმანიის საზღაო ძალების სარდლის, ვიცეადმირალ კაი-ახიმ შიონბახის თქმით, უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია, ხოლო ალიანსში საქართველოს გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ჭკვიანური არ არის.

“უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, რადგან ის ოკუპირებულია. დონბასის რეგიონი ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ, როგორც თავად უწოდებენ, სახალხო არმიის მიერ. საქართველოს სურს, რომ გახდეს წევრი. დიახ, ის აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია მისი NATO-ში მიღება? არა, არ არის”. – თქვა კაი-ახიმ შინბახმა.

გერმანიის საზღვაო ძალების ადმირალის განმარტებით, ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში სხვა მდგომარეობა იყო, ხოლო ფინეთსა და შვედეთს სრული უფლება აქვთ, რომ თუ მოისურვებენ, NATO-ში გაწევრიანდნენ.

“რაც პუტინს ნამდვილად სურს, პატივისცემაა და ღმერთო ჩემო, ვინმეს პატივისცემა ძალიან დაბალი ფასია, თითქმის არაფერი”. – თქვა კაი-ახიმ შინბახმა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ადმირალ კაი-ახიმ შნბახის სიტყვები არ შეესაბამება ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას და მან განმარტება უნდა გააკეთოს. – “ტყაბულა“.

თუმცა, ამავე დროს, ცნობილია, რომ გერმანია ყოველთვის თავშეკავებული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც ექს-კანცლერმა ანგელა მერკელმა არაერთხელ დაადასტურა.