რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა, ფაშინიანის თხოვნით, ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიებზე შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებებიც განიხილეს.