ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინფორმაციით, ამ კვირაში 3 მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსალოდნელი:
„თებერვალში კი ჩვენ გველოდება პლუტონის, მერკურის, ვენერას და მარსის ენერგიის შეერთება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობა გაუმჯობესდება, ასევე საქმიანი კუთხითაც ძალიან კარგი პერიოდია, საქმეს აკეთებ და ფული მოდის, ასე რომ გახსოვდეთ! ეს კვირა საინტერესოა.
29 იანვარს, პლანეტა ვენერა, რომელიც ახლა უკუმავალი, გვაბრუნებს ძველ ურთიერთობებში, 29-დან კი იწყება ახალი საინტერესო ურთიერთობები, ასევე ეს პერიოდი შეიძლება იყოს კარგი ახალი ფინანსების მოძიებისთვის. 4 თებერვალს მერკური, რომელიც ახლა უკუმავალია, გახდება სწორად მავალი.
საქმიანი კუთხით ყველა ნიშანს კარგი პერიოდი აქვს. დედამიწა დადებით ენერგოველში შედის, იმუნიტეტი იზრდება ნელ-ნელა და არ დაგავიწყდეთ, 1 კვირაში შემოდის ვეფხვი, რომელიც გამოასწორებს ყველაფერს“, – აღნიშნა ცაგარელმა.