“რუსეთმა თავის გამარჯვებაზე რამდენიც არ უნდა იყვიროს, სააკაშვილმა თავის მიზანს მაინც მიაღწია”- ვლადიმირ სანაკოევი

დღევანდელ დღემდე ვერავინ მიხვდა, თუ რა გვასწავლა 2008 წელმა. მე მაქვს საფუძველი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ სააკაშვილმა დასახულ მიზანს მიაღწია.

რუსეთმა თავის გამარჯვებაზე რამდენიც არ უნდა იყვიროს, სააკაშვილმა თავის მიზანს მაინც მიაღწია. მაგრამ, მე მას მაინც დამნაშავედ ვთვლი იმ სისხლის ღვრაში, რადგან ნებისმიერი, ვინც ომში მონაწილეობს, ის დამნაშავეა“, – ამის შესახებ ვლადიმერ სანაკოევმა “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” განაცხადა.