“საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ”

– “საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ” – ამბობს თბილისის მერი კალაძე უკრაინასთან დაკავშირებით.

მან ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გაავრცელა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება.

კალაძის თქმით, უკრაინას და უკრაინელ ხალხს “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ჰქონდა და ექნება.

ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე უკრაინის შესახებ არაფერი თქვა მაშინ, როცა ქვეყანა ფართომასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა.

განცხადება ოფიციალური პირებიდან გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტვიტერით გაავრცელა.

წყარო: ptn.ge