შესაძლებელია, ევროპაში პანდემია დასასრულისკენ მიდის – ჰანს კლუგე

შესაძლებელია, ევროპაში პანდემია დასასრულისკენ მიდის – ჰანს კლუგე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, ომიკრონის ვარიანტი პანდემიის ახალ ფაზაში გადავიდა და შეიძლება ევროპაში დასრულდეს.

– “შესაძლებელია, რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის” – თქვა კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში.

მისივე ვარაუდით, მას შემდეგ რაც ომიკრონის ტალღა ჩაივლის, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი იარსებებს, რომელიც ადამიანებს აცრისგან ან ინფექციის გადატანისგან გამოუმუშავდებათ.

წყარო: itv.ge