გერმანელ ადმირალ კაი-ახიმ შიონბახს, რომელმაც ახლახანს განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ “უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია, ხოლო ალიანსში საქართველოს გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ჭკვიანური არ არის”, მხარდაჭერა მეორე გერმანელმა გენერალმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჰარალდ კუიატმა, გამოუცხადა.
გამოცემა “დი ველტ”-თან საუბარში გენერალმა კუიატმა ცალსახად გამოხატა თავისი პოზიცია და, კერძოდ, აღნიშნა:
“[ადმირალი შიონბახი] არ უნდა წასულიყო თანამდებობიდან თავისი განცხადების გამო, რადგან ეს განცხადება, უბრალოდ, ამერიკული პოზიციაა. ამიტომ, მას თავისი განცხადებით, არაფერი დაუშავებია და არ არსებობს მისი თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი … [ადმირალ შიონბახის] მიერ გამოხატული პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთს, მის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს თანასწორს, ისე უნდა ვესაუბროთ და სწორედ ამას აკეთებენ ახლა ამერიკელები, როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსულ მხარესთან. რაც შეეხება ყირიმს, საქმის არსი ისაა, რომ ადგილი აქვს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ანექსიას, მაგრამ როგორ უნდა დაუბრუნდეს ყირიმი უკრაინას? ადმირალმა ამაზე უარყოფითი პასუხი გასცა; ყირიმი რუსეთს მხოლოდ მაშინ შეიძლება, დაუბრუნდეს, თუკი რუსეთთან ომი დაიწყება და დასავლეთი ან შეერთებული შტატები ამ ომს რუსეთს მოუგებენ. თუმცა შეერთებული შტატები ომს არ დაიწყებენ მეორე ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოსთან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ვარიანტი თავად უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაშიც გამორიცხა. იგი ომს მით უფრო არ დაიწყებს, რათა უკრაინას ყირიმი დაუბრუნოს. […]
სამხედროებს უფლება აქვთ, თავიანთი პოზიცია გამოხატონ, მით უმეტეს, მას [შიონბახს] არ გამოუხატავს არც გერმანიის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია. გერმანიის მთავრობა ხომ რჩება საერთაშორისო სამართლის პოზიციებზე და არასოდეს განუცხადებია, რომ აპირებს, ყირიმის უკრაინის დაბრუნების მიზნით ომი აწარმოოს! […] თავისი ამ პოზიციის გამო გერმანიის მთავრობამ კრიტიკა მოიმკო უკრაინის მხრიდან. […] მთავრობის ამ პოზიციის გამო, უკრაინის ელჩმა ჩვენს ქვეყანას უმდაბლესი შეურაცხყოფა მოაყენა. მაშასადამე, გერმანიის მთავრობამ ვერ მიაღწია იმას, რის მიღწევაც უნდოდა.
ჩემი აზრით, გერმანიის მთავრობამ ცხადი პოზიცია უნდა დაიკავოს და ნათლად განაცხადოს ის, თუ რა გვსურს ჩვენ. დისკუსია უკრაინისთვის შეიარაღებების მიწოდების გარშემო აცდენილია რეალობას. აქ საუბარია, რომ ამ გზით რუსეთის შეკავება მოხდეს. მაგრამ შეკავება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც თავდამსმხმელმა მხარემ იცის, რომ თავდასხმა უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მოსალოდნელი სარგებელი. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინა იმგვარად შევაიარაღოდ, რომ რუსეთი შეშინდეს და შევაკავოთ. ჩვენთან საუბრობენ თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე. მაგრამ რა არის თავდაცვითი იარაღი? შეიარაღებების თავდაცვისთვის თუ თავდასხმისთვის განკუთვნება ვერ მოხდება მათი ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ ხდება სტრატეგიიდან გამომდინარე. ასე, მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ თავდასხმის ობიექტი გახდა გერმანია. მაშინ, ჩვენ გამოვიყენებთ “ლეოპარდის” ტიპის ტანკებს, არადა, ტანკებს თავდასხმით შეიარაღებებს განაკუთვნებენ; ამ დროს კი ჩვენმა მოწინააღმდეგემ “თავდაცვითი” ტანკსაწინააღმდეგო იარაღი რომ გამოიყენოს, მაშინ რომელია “შემტევი” შეიარაღება – ტანკები თუ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები?
ამიტომ, ჩვენ რეალობას უნდა დავუბრუნდეთ, გამოვხატოთ ნათელი პოზიცია რუსეთთან მოკაპარაკებების ფარგლებში. ამაში მონაწილეობა ევროპელებმა უნდა მიიღონ, ყველამ ერთად. […] ჩვენ პატიოსნად უნდა მივუდგეთ უკრაინასაც, უკრაინამ ეს დაიმსახურა. უნდა ავუხსნათ უკრაინას, რომ მას არ აქვს ნატოს წევრობის პერსპექტივა! სწორედ ეს განმუხტავს ვითარებას მთლიანობაში” – აღნიშნა გენერალმა კუიატმა.
საუბრის დასასრულს, გერმანელმა გენერალმა ხაზი გაუსვა რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობას, დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების პარიტეტულობის საფუძველზე. ჰარალდ კუიატის აზრით, სწორედ ეს მოუტანს დასავლეთს სტაბილურ უსაფრთხოებას და რუსეთთან ინტერესების გამიჯვნაზე და ჰარმონიზაციაზე დიალოგი სავსებით რეალურია.
“ნიუსფრონტი-საქართველო”