8 500-მდე ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებისთვის

პენტაგონის განცხადებით, 8 500-მდე ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგებისთვის.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, 8 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების გამო. მისი თქმით, მიზეზი რუსული ჯარების უკრაინის საზღვარზე მობილიზებაა.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდვანმა, ლოიდ ოსტინმა შესაბამისი მზადყოფნა პრეზიდენტის მითითებით გსაცა. ეს უახლესი ნაბიჯია, რომელიც ამერიკამ გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენცური შეჭრისთვის მოსამზადებლად.

ჯარების განლაგებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ მზად იქნებიან ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის.

წყარო: itv.ge