“ახლა გამოიგონეს უკრაინა… პუტინის ადგილზე, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი…” – რამზან კადიროვი

“აი ახლა გამოიგონეს უკრაინა. და რა? რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინასა და ამერიკას შორის 9 ათასი კილომეტრის მანძილზეა? ამერიკა უკრაინის ინტერესებს იცავს, ყველაზე ახლო მეზობელი უკრაინისთვის კი რუსეთია, ესენი სლავური ერებია.

აშშ-ს უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ბაზების განთავსება სურს, თუ უკრაინაში ხალხი ცხოვრობს, ისინი ამას უნდა შეეწინააღმდეგონ. თუ უკრაინა არა, მაშინ რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები. აი, მე რომ პრეზიდენტ პუტინის ადგილზე ვყოფილიყავი, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი, გავგზავნიდი იქ სამხედროებს, წესრიგს დავამყარებდი. თუ შეშლილი, გაყიდული ხალხი დგას სახელმწიფოს სათავეში და ამ სახელმწიფოსგან ჩვენს სახელმწიფოს საფრთხე ექმნება, რა, უნდა გავჩუმდეთ?”

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი; სოციალური ქსელი