არსებული ინფორმაციით, გაათავისუფლეს ფაცაციას მოადგილე და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო – “ფორმულას” ინფორმაციით, რომ თანამდებობებიდან გაათავისუფლეს აფხაზეთის დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას მოადგილე მურად აბლოთია და დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მინდია სილაგავა.
როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი დღეს უწყებაში არ მისულა.
წყარო: ptn.ge