გორის მოჭიდავე მერი აშშ-ში მუშაობს!?

გორის მოჭიდავე მერი აშშ-ში მუშაობს – როგორ შეუთავსებს ერთმანეთს ხინჩეგაშვილი მწვრთნელობას და მერობას?

გორის მოჭიდავე მერი აშშ-ში მუშაობს – ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. ირკვევა რომ ლადო ხინჩეგაშვილი ერთ-ერთ სპორტსკოლაში, ჭიდაობის მასწავლებლად მუშაობს. “მთავარმა” დღეს ინფორმაციის გადამოწმება თავად მერთან სცადა, თუმცა ის შეკითხვებს გაექცა. მისი მოადგილე თამაზ შიოშვილი კი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია არარეალურია – რაღა დროს ამერიკაა, აქ არის კაცი და მუშაობს – ამბობს შიოშვილი “მთავართან” კომენტარში.

კომენტარს არ აკეთებენ მერიის სხვა თანამშრომლები.

კანონმდებლობით, მოქმედ მერს პედგაგოგიური საქმიანობა არ ეკრძალება, თუმცა მთავრი კითხვა ახლა ისაა, როგორ შეუთავსებს ოკეანისგაღმა მწვრთნელობას, გორის მერობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი!?

წყარო: ptn.ge