ელექტროენერგიის გათიშვა შუა აზიაში – რუსეთის გარეშე ენერგოკრიზისი გრძელვადიანად ვერ მოგვარდება

ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში 25 იანვარს მოულოდნელად გაითიშა ელექტროენერგია, რამას ჩვეული ცხოვრების პარალიზება გამოიწვია: ჩაქრა შუქნიშნები, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები, მეტრომ და ტროლეიბუსებმა მუშაობა შეწყვიტა, ტაშკენტში კი ტურისტები კურორტ ამურსოის საბაგირო გზაზე ჩარჩნენ. ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით Sputnik-თან კომენტარი პორტალ „გეოენერგეტიკის“ მთავარმა რედაქტორმა ბორის მარცინკევიჩმა გააკეთა.
„დავიწყოთ ყაზახეთიდან. იქ ორი ენერგოსისტემაა − ჩრდილოეთი − რომელიც ეკიბასტუზის ქვანახშირზე ცხოვრობს, გაზიფიცირებული სამხრეთი. ის, რომ მათ შორის კავშირი არასაკმარისია, ჯერ კიდევ გვიან საბჭოთა პერიოდში იყო აშკარა. ყაზახეთი ამ კავშირის გაძლიერებას ცდილობდა და არაერთი მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ააგო.
მისი მუდმივი ექსპლუატაცია შეუძლებელია, ადრე თუ გვიან, შეფერხება მოსალოდნელია. მადუბლირებელი ხაზის აგება კი ვერ მოასწრეს. გარდა ამისა, წელს ყაზახეთი იძულებული გახდა, გათბობის სეზონი რუსეთიდან ენერგიის სისტემური მიწოდებით დაეწყო. ეს უკავშირდება როგორც მოთხოვნის ზრდას, ისე მაინერების მუშაობას, რომლებიც მასობრივად გადავიდნენ ჩინეთიდან [ყაზახეთში]“, − განმარტა ექსპერტმა.
მარცინკევიჩის თქმით, „ინტერ რაოსთან“ მოლაპარაკებების მომენტისთვის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ ყაზახეთში ენერგიის იძულებითი მიწოდებები მომდევნო ხუთი ძლის განმავლობაში გაგრძელდება.
ეს ის დროა, რომელიც ყაზახეთს ყველაფრის მოსაწესრიგებლად ესაჭიროება. ამისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ ერთი ელექტროგადამცემი ხაზის აგება მაინც.
როგორც მარცინკევიჩი ამბობს, იმის შესახებ, რომ ასეთი შეფერხებები შესაძლებელი იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს საუბრობდნენ, როდესაც ყველა რესპუბლიკა ერთი დიდი ქვეყნის ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყდა ერთიანი წყალ-ენერგეტიკული წრის აგება ცენტრალურ აზიაში, რომელიც 1990 წელს დასრულდა. მასში მთიან ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს ზამთარში წყალი უნდა დაეგროვებინათ და გაზაფხულზე გაეშვათ, რათა ყაზახეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი წყლით უზრუნველეყოთ. მათ კი, თავის მხრივ, მთიანი რესპუბლიკებისთვის ელექტროენერგია უნდა მიეწოდებინათ სითბური გენერაციის ხარჯზე, ვინაიდან „თითოეულ ამ რესპუბლიკაში არის გაზისა და ნახშრის საბადოები“.
„იდეა გასაგები იყო, მაგრამ 1991 წლის შემდეგ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ენერგეტიკული სისტემის მუშაობა დაირღვა. საბჭოთა პერიოდში იგეგმებოდა, რომ ცენტრალური სადისპეტჩერო სისტემა ტაშკენტში იქნებოდა. არა იმიტომ, რომ პოლიტბიუროში უზბეკეთს ლობი ჰყავდა, არამედ ლოგიკიდან გამომდინარე. უზბეკეთი ერთადერთია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს შორის, რომელიც ყველა დანარჩენს ესაზღვრება. მაგრამ შემდეგ პოლიტიკური ეჭვების ბრძოლა დაიწყო და ყველაფერი დაიშალა. ქვეყნებმა მხოლოდ 2018 წელს მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომ ამ წრეს აღადგენენ“, − ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, წელს ყირგიზეთში გვალვა იყო, რის გამოც წყალსაცავებში საწირო რაოდენობის წყლის დაგროვება ვერ მოხერხდა − დონე ძალიან დაბალია. შესაბამისად, გუშინდელი შეფერხებისას ყირგიზელები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: თუ წყალს ახლა გაუშვებენ, ამან შესაძლოა საგაზაფხულო-სამინდვრე სამშაოები ჩაშალოს, წყლის მარაგების შესავსებად უბრალოდ საკმარისი დრო არ იქნება.
გამომდინარე აქედან, არჩევანის გაკთება რთული გამოდგა: წყლის გაშვება და ადამიანების გაყინვისგან დაცვა, და სათესი სამუშაობის დროს უწყლოდ დარჩენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭმელი არ იქნება. და თუ ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან არ იქნება შესაძლებელი, წყლის მიღება გამორიცხულია.
როგორც მარცინკევიჩი ამბობს, ეს კრიზისი არ მოხდებოდა, ცენტრალური აზიის ქვეყნებს უფრო სწრაფად რომ ემოქმედათ. ისინი „როსატომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, არსებობს სიტყვიერი და წერილობითი შეთანხმებებიც კი, „რომლებზეც ძალიან ბევრს ფიქრობენ“.
მაგალითად, 2018 წელს უზბეკეთთან ხელი მოეწერა შეთანხმებას ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, მაგრამ კონტრაქტი მხარეებს ჯერაც არ გაუფორმებიათ. არის გეგმა, რომ ეს წელს უნდა მოხდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ორი ბლოკის ამოქმედება მხოლოდ 2028 წლისთვის იქნება შესაძლებელი.
იგივე ხდება ყირგიზეთისა და „როსატომის“ მოლაპარაკებების შემთხვევაშიც მცირე სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებელობის შესახებ. 2028 წელზე ადრე ვერც ის ამუშავდება.
ეიძლება თუ არა სამუშაოების დაჩქარება? ეს მოლაპარაკების საკითხია. თუმცა „მეატომეებს“ სიჩქარე არ უყვართ. მათი უპირველესი პრობლემა − ეს რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აქ ზედმეტი ერთი წელი მუშაობა სჯობს“, − ამბობს ექსპერტი.
ამასთან აღნიშნა, რომ დღეს შექმნილმა ვითარებამ ცენტრალური აზიის ქვეყნები შეიძლება აიძულოს, რომ „სწრაფად იფიქრონ“.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ახლა ეს პრობლემები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ მოგვარდება. პრობლემა რუსეთის დახმარებით ყველაზე სწრაფად ყაზახეთის გავლით შეიძლება გადაიჭრას. ყველაფერი დამატებით სატრანზიტო ხაზებამდე მიდის.
„ჩემი აზრით, რუსეთის გარეშე ამ კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია. ახლა ყველაზე მტავარია, გაირკვეს, რატომ მოხდა ასე. ამის შემდეგ კი აუცილებელია თათბირის ჩატარება არა მარტო ცენტრალური აზიის ენერგეტიკული სექტორის ხელმძღვანელობის, არამედ რუსეთის მონაწილეობითაც. უნდა დაიგეგმოს, რა ტემპით უნდა იმუშავონ ხელშეკრულებებზე. „როსატომთან“ მოლაპარაკებაც შესაძლებელია და ასევე „გაზპრომთანაც“, რათა პირველ ხანებში მაინც უშველოს გაზის მიწოდებებით“, − ამბობს ბორის მარცინკევიჩი.
ექსპერტის თქმით, ეს შეთავაზება შეიძლება მიმზიდველი იყოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში „გაზპრომ ენერგოჰოლდინგის“ ამოქმედდება. „ვფიქრობ, „გაზპრომისთვის“ ეს უკიდურესად სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ის გაზის კუბომეტრებს კი არ მიაწვდის, არამედ კილოვატ-საათებს“.
მარცინკევიჩის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ რეაგირებას მოახდენენ შექმნილ სიტუაციაზე ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ხელმძღვანელები.