მეხუთე დღეა, სენაკში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი კვალი შაბათს საღამოდან იკარგება.
“შაბათს 2-დან 3 საათამდე აქ იყო სახლში, მერე გავიდა და აღარ მოსულა. შემდგომ ღამის 12 საათზე კამერამ დააფიქსირა, რომ გადმოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, მოდიოდა სახლისკენ და გაქრა. მანამდე რამდენ ხალხს უნახავს. არსად არ არის,” – ამბობს დაკარგული მამაკაცის მეუღლე დარეჯან კიკილაშვილი.
ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ.
“ალია”