მშვიდობას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ – კალაძე.
თბილისის მერი, კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. მისი თქმით, უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.
– “უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენაა მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს” – თქვა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია პრემიერმინისტრი.
წყარო: newposts.ge