თუ ვინმე პარლამენტის რეზოლუციაში ნონსენსების ჩაწერას არ მოინდომებს, შეთანხმების რესურსი არსებობს – ქადაგიშვილი უკრაინის მხარდაჭერაზე.
ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების პრობლემა არ უნდა არსებობდეს – აცხადებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ქადაგიშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმების რესურსი არსებობს “თუ ვინმე პარლამენტის რეზოლუციაში ნონსენსების ჩაწერას არ მოინდომებს”.
უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის მიღებას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. მათ განცხადება საკანონმდებლო ორგანოში 24 იანვარს გააკეთეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა პროექტის ინიცირება და შემდგომ სასესიო კვირას, ერთობლივი მხარდაჭერით მიღება შეძლოს. გარდა რეზოლუციისა, ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო კომიტეტთან.
წყარო: ptn.ge