საქართველოს გაუჩინარებული მოქალაქის ძებნასთნ დაკავშირებით, საელჩოს დახმარებას სთხოვენ

ქართველი ემიგრანტების აქცია ნეაპოლში | ისინი საქართველოს გაუჩინარებულ მოქალაქეს ეძებენ და საელჩოს დახმარებას სთხოვენ.

ნეაპოლში, ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ. ქალაქის ცენტრში ისინი საქართველოს გაუჩინარებული მოქალაქის, სალომე ტეტუნაშვილის სამძებრო სამუშაოების დაწყების მოთხოვნით შეიკრიბნენ და ამ წუთებში, საპროტესტო აქციას მართავენ.

ამბობენ, რომ ქვეყნის პოლიცია მათი და დაკარგული ქალის ოჯახის წევრების თხოვნაზე არ რეაგირებს და დახმარების თხოვნით საქართველოს საელჩოს მიმართავენ.

გაუჩინარებულ სალომე ტეტუნაშვილს იტალიაში უკვე მეხუთე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

წყარო: itv.ge